შეფერხება Facebook-ის მუშაობაში
მსოფლიოს მასშტაბით, Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს. კომპიუტერიდან „ფეისბუკზე“ შესვლის მცდელობისას მომხმარებელთა ნაწილს შეტყობინება ხვდებათ, რომ საიტის ტექნიკური პრობლემის გამო ანგარიში დროებით მიუწვდომელია. ონლაინსერვისების შეფერხებების მონიტორინგის პლატფორმა „დაუნ-დეტექტორის” მონაცემებით, მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრობლემების 61% სწორედ ვებსაიტზე წვდომას უკავშირდება. კომპანია „მეტას“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.