შეფასებები ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე

ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ თანაგუნდელების კრიტიკის სამიზნე ხდება დონალდ ტრამპი.

რესპუბლიკელების ნაწილი და დემოკრატები ამერიკის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინისადმი უპრინციპო და მერყევი პოზიციის დემონსტრირებისთვის კიცხავენ. სენატორებს  „სი ენ ენისა“ და „ენ ბი სის“ ჟურნალისტებიც შეუერთდნენ. „რუსეთთან კაპიტულაციის სამიტი“ – ასე შეაფასა ჰელსინკის ისტორიული შეხვედრა ტელეწამყვანმა ჯონ კინგმა.

პრეზიდენტი ვაშინგტონში უკვე დაბრუნდა. ჰელსინკის სამიტს კი დადებითად თავად ტრამპი, პუტინი და ჩინეთის მთავრობა აფასებენ.

სამიტის პარალელურად, ვაშინგტონში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. 29 წლის მარია ბუტინას რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით შეერთებული შტატების პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ.