შეფასებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიცია.

მმართველი გუნდის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების უგულებელყოფას უწოდებენ ახალ კანონპროექტს „ევროპულ საქართველოში“.

რეგულაციების თანახმად, შესაძლოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საჯარო მოხელის სტატუსი მოეხსნათ და ადმინისტრაციული ხელშეკრულება გაუფორმდეთ.

საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელსაც მესამე სექტორიც ნეგატიურად აფასებს, „ქართულ ოცნებაში“ სამართლებრივი არგუმენტებით ხსნიან. ინიციატორების განმარტებით, მიზანი არა ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების გათავისუფლება, არამედ მოქმედი კანონის კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანაა.

კანონპროექტზე, რომლის განხილვაც შესაძლოა შეჩერდეს, პირველი კომენტარი საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.