შეფასებები „რუსთავი 2“-ის საქმეზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სანამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება ძალაშია, საჯარო დაწესებულება ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს. თეა წულუკიანის  თქმით, აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან არანაირი სიახლე არ არის.

„რუსთავი 2“-ის საკითხზე დღეს კომენტარები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის და გაერო-ს ელჩებმა. დიპლომატების განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან .

6 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან ითხოვს ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარს. ნინო ნიჟარაძე „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა.