შეფასებები „რუსთავი 2“-ის საქმეზე

„რუსთავი 2“-ის საქმეს ეხმაურებიან ნინო ბურჯანაძე და გიორგი გუგავა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, მთავარია ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი მედია. რომელიმე პარტიის სამსახურში მყოფი მაუწყებელი კი ვითარებას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ კი მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2“-ის საკითხი რუსეთის მონაწილეობით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის პრობლემურ თემაში გაიცვალა.

ოპოზიციის მოსაზრებებს საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ.