შეფასებები პრემიერ-მინისტრსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე

პარლამენტის თბილისის შენობაში პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერს შორის მომხდარი დაპირისპირება, შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა საკანონმდებლო ორგანოში.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კრიტიკას პროვოკაციად აღიქვამს. ფრაქციის სხდომაზე კი, პრემიერს მის შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია, მთავრობის წევრები კი ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ პროვოკაციის მოწყობა სურდა.

პირველ კომენტარს აკეთებს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია. შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციით, მმართველმა ძალამ ნაციონალურ მოძრაობის ყურადღება არ უნდა მიაქციოს და მასთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტოს.