შეფასებები ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებზე

რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს ქართული პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება.

ოპოზიციაშიც და მმართველ გუნდშიც რუსეთის ქმედებას პროვოკაციას უწოდებენ.

ოფიციალური თბილისის პოზიციით, რუსეთმა სამხედრო წვრთნები, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო სწავლების, რომელშიც მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცებიც არიან ჩართულები, საპასუხოდ წამოიწყო.

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ტაქტიკურ მანევრებში 2 500 ჯარისკაცი და 600 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკაა ჩართული.