შეფასებები ნარკოპოლიტიკაზე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის საკითხზე უახლოეს პერიოდში შეთანხმდებიან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა ისეთი დოკუმენტის შექმნაა, რომელიც ქვეყანაში ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას უზრუნველყოფს და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ნარკომომხმარებლების შემცირებას საქართველოში. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის თემაზე პარლამენტი უკვე დიდი ხანია მუშაობს და ეს პროცესი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. დოკუმენტზე მუშაობის ვადა მომავალი თვის დასაწყისში იწურება.

დატოვე კომენტარი