შეფასებები მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან პიარსპეციალისტს, „ქართული ოცნებისთვის“ მომუშავე მოშე კლუგჰაფტს „ვიღაც ებრაელი აფერისტი“ უწოდა, შეფასებები მოჰყვა.

თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, მოგვიანებით კი არაპოლიტკორექტული განცხადება ჩაასწორა და ის „ისრაელელ აფერისტად“ მოიხსენია, თუმცა ანალოგიურ ვიდეომიმართვაში, რომელიც „რუსთავი 2-ის“ეთერით გავრცელდა, სააკაშვილი კვლავ ანტისემიტურ მიმართვას იმეორებს. ამ განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

რომან გოცირიძის თქმით, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ლექსიკაა. საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებს გამოხატავს.