შეფასებები ლარის გაუფასურებაზე

ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებას ოპოზიცია მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პასუხისმგებლობას გაურბის.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ თურქეთში ლირას დევალვაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართული ვალუტის გაუფასურებაზე, თუმცა რომან კაკულია განმარტავს, რომ ასეთი რყევები ლარისთვის დამახასიათებელია და იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ვალიტა დასტაბილურდება.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წესრიგშია, შესაბამისად, შიდა ფაქტორების გავლენა ლარზე გამორიცხულია.

დატოვე კომენტარი