შეფასებები ლარის გაუფასურებაზე

ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი კურსით, დოლარის ღირებულება თითქმის 2 ლარი და 78 თეთრია. ეროვნული ვალუტა კიდევ მცირედით გაუფასურდა.

მთავრობის წევრები ამბობენ, რომ კურსის მოკლევადიანი რყევა ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.

საქართველოს ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, ლარი დღეს ცოტათი უფრო მყარი უნდა იყოს. არჩილ გაჩეჩილაძე ვარაუდობს, რომ მოკლე დროში ვალუტის კურსი დასტაბილურდება.