კელი დეგნანის განცხადება და გამოხმაურება

არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის ელჩის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ელჩმა ცალსახად მოუწოდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ. მათი ოპონენტები კი კელი დეგნანის განცხადების იმ ნაწილზე აკეთებენ აქცენტს, სადაც ამომრჩევლის ნდობაზეა საუბარი. ისინი განმარტავენ, რომ პარლამენტში შესვლის საკითხზე პოზიცია უცვლელია. შეგახსენებთ, ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ამომრჩევლებმა აირჩიეს ცხრა პარტია და ეს იყო მკაფიო განცხადება, რომ მათ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა სურდათ პარლამენტში. მან აქცენტები გააკეთა პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია პარტიები გამოსავალს იპოვიან. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

დატოვე კომენტარი