შეფასებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

ვინც ხელს აფარებს ფაშისტს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან,– ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორის მიერ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ პოსტს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა გვარამიას ისტერიული განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებს უკავშირდება, რომელთა მიხედვით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. კობახიძემ მკაცრად გააკრიტიკა არასამთავრობო სექტორიც, მათ შორის ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე.

როგორ აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მესამე სექტორი და როგორია პოლიტიკური შეფასებები.