შეფასებები ევროპარლამენტის ანგარიშზე

ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში მიღწეულ შედეგებს აფასებს, პარლამენტარები ეხმაურებიან. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ანგარიში კრიტიკულია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ, რასაც მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, რიგ მედიასაშუალებებში არაობიექტურად გაშუქდა ანგარიში. მისი განმარტებით, მიწვეული ექსპერტის, ნონა მიხელაძის მიერ მომზადებული კვლევა, სადაც არაფორმალურ მმართველობაზე იყო საუბარი, არის ტენდენციური და  არ არის ევროპარლამენტის ოფიციალური ანგარიშის ნაწილი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს შესწორებებსა და რეკომენდაციებს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომელიც კომიტეტმა გასულ კვირას, 30 აგვისტოს განიხილა.