შეფასებები დავით გარეჯის საკითხზე

„ვინ რა გადაცდომა ჩაიდინა დავით გარეჯის საქმეზე, ეს მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა ისტორიულად ცხადია, რომ დავით გარეჯი საქართველოა“ –  ამ განცხადებებს აკეთებენ დღეს სასულიერო პირები საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების მუხლით დაწყებული გამოძიების შეფასებისას. პატრიარქის მოსაყდრემ აღნიშნა, რომ კონკრეტული საქმის მიმდინარეობაზე ვერაფერს იტყვის, თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოძიებულია მნიშვნელოვანი მასალები. კონკრეტულ სამხილებზე არ საუბრობს არც მეუფე ნიკოლოზი, თუმცა  ამბობს, რომ რაც მისთვის ცხადი და ნათელია, ეს არის ფაქტი, რომ დავით გარეჯი საქართველოა. ამ საქმეზე კომენტარი გააკეთა ფოთის და ხობის მიტროპოლიტმაც. მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ეკლესიის პოზიცია სინოდის სხდომაზე უნდა გადაწყდეს, თუმცა, პირადად მას ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.