შეფასებები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით შეფასებები დილიდან კეთდება. საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, ყველანაირად ხელს შეუწყობენ, რომ დაცული იყოს ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისა და გამოხატვის უფლებები. მისი თქმით, მსგავსი სახის მოვლენებში გაერო-ს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ასპექტები აინტერესებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება შვედეთიც. ელჩის განცხადებით, შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეგახსენებთ, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაცია ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა გაავრცელა.