„შეეხე ისტორიას“ – ჩვენება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში

12:26, 19.10.2025

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ფორუმი „შეეხე ისტორიას“ გაიმართა. ფორუმში აფხაზეთიდან დევნილმა 80-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სიმულაციურ არქეოლოგიურ გათხრებს და თემატურ სწავლებებს მოიცავდა და ორგანიზატორი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იყო. მოეწყო ფოტოკონკურსი „ამბის გზავნილის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოებაც.

მსგავსი