შეძლებს თუ არა ოპოზიცია შეთანხმებას

პარტიაში, „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ რამდენიმე ოლქთან დაკავშირებით ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს. მათი თქმით, საბოლოო ჯამში ამოცანაა, რომ ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დამარცხდეს.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ფოთთან დაკავშირებით, პარტიას ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ აქვს და შესაბამისად, უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა, დაუჭერს თუ არა მხარს გიგი უგულავას, რომელსაც როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ფოთის მერობის კანდიდატად წარადგენენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ამოცანაც „ქართული ოცნების“ დამარცხებაა. რაც შეეხება იმას, ეყოლება თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელს“ ფოთში საკუთარი კანდიდატი, სერგო ჩიხლაძის თქმით, ამის შესახებ 30 აგვისტოს ისაუბრებენ.