შედგება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი

შედგება თუ არა და როდის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი. ოპოზიციის ის ნაწილიც კი, რომელმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა, დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს. მოლაპარაკების შედეგზეა დამოკიდებული დანარჩენი ოპოზიციის შემდგომი სტრატეგიაც. თუმცა მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიტანილი ოთხი მოთხოვნის გარშემო, პოზიციები გარკვეულწილად გაყოფილია. ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის მთავარი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაა და ეს მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ ამ საკითხის განსახილველად შეთავაზებული მექანიზმი – ანუ საპარლამენტო კომისიის შექმნა, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას გულისხმობს. შექმნილ ვითარებაში კომპრომისული შეთანხმების რესურსს ჯერ ისევ ხედავს ევროკავშირის ელჩი, თუმცა პოლიტიკურ სპექტრს მიუთითებს, რომ დრო იწურება. ოპტიმისტურ პროგნოზს ინარჩუნებს მმართველი გუნდიც, რომელიც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლას ვარაუდობს.

როდის უნდა ველოდოთ მეხუთე რაუნდს და მიმდინარეობს თუ არა ამ რაუნდის მოსამზადებელი სამუშაოები,- თემაზე თეონა მანაგაძე მუშაობს.

დატოვე კომენტარი