შედგება თუ არა ერთობა – ოპოზიციის გეგმა 

21:15, 20.12.2025

არაერთგზის არშემდგარი ერთობის კიდევ ერთი მცდელობა. ინიციატივა ზურა გირჩი ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელმაც შიდაკოორდინაცია და შემდეგ ევროპელ პარტნიორებთან საკითხის განხილვა ისევ სალომე ზურაბიშვილს ანდო. „ქართული ქარტიის“ „ტექნიკური მთავრობის“, არშემდგარი „მშვიდობიანი დამხობისა“ და სხვა არაერთი ერთობამდე დაშლილი მცდელობების შემდეგ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ისევ დარწმუნებულია, რომ პროტესტის პარალელურად, მთავარია ალტერნატიული ძალის შექმნა საერთო სტრატეგიითა და ხედვით.

პოლიტიკური კონტურები ახალი ერთობის ირგვლივ ჯერ ისევ რთული წარმოსადგენია, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლების შეცვლის მიზნით კოორდინირებულების ნაწილი ახლა პარლამენტში, ნაწილი – საზღვარგარეთ, ნაწილი კი ერთმანეთთან დიდ დაპირისპირებაშია.

რა რესურსი აქვს ოპოზიციას ახალი ერთობის შესაქმნელად და როგორია ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა პოზიციებინათია ქენქაძე დეტალებით.

მსგავსი