შედგება თუ არა დიალოგი – მხარეთა პოზიციები

21:06, 14.03.2026

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯერ აღიარონ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი,“ – ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მათ პოლიტიკურ მხარეებს დიალოგის დაწყებისა და პოლარიზაციის მაღალი დონის შემცირებისკენ მოუწოდეს.

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დიალოგის მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს, მის პოზიციას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც.

 

მსგავსი