შედეგები და გეგმები ტურიზმის სექტორში

ტურიზმის სფეროდან მიღებული რეკორდული შემოსავლები და გაზრდილი ტურისტული ნაკადები – 2025 წელი ტურიზმის ადმინისტრაციამ დღეს ბიზნესმენებთან ერთად შეაჯამა. კერძო სექტორს მიზნობრივ ბაზრებზე ჩატარებული აქტივობები და სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებული მარკეტინგული კამპანიის შედეგები გააცნეს. სტატისტიკური მონაცემების წარდგენის გარდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ მომავალი წლების გეგმებზეც ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებაზე და კერძო სექტორის ხელშესაწყობად დაგეგმილ პროექტებზე პრიორიტეტია საქმიანი ტურიზმის განვითარება და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობა.

მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დღეს ბიზნეს-სექტორისგან კონკრეტული რეკომენდაციებიც მოისმინა.