„შეცვალე მიდგომა დაუმეგობრდი ცუგებს“

21 აპრილიდან ხობში მიუსაფარ ცუგებზე ახალგაზრდებმა დაიწყეს ზრუნვა. თბილისიდან მიღებული მშრალი საკვებით მათ სამ დღეში ერთხელ უმასპინძლდებიან. ხობელ ოთხფეხა არსებებს ფეისბუქგვერდიც აქვთ. მათმა მეგობარმა ლევან ჯობავამ კამპანია „შეცვალე მიდგომა დაუმეგობრდი ცუგებს“ წამოიწყო. ამ კამპანიას კი პირველი მამუკა გორგოძე შეუერთდა.

ახალი დღე