შეჩერებული საარსებო შემწეობა 

სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროგრამა შეიძლება გადაიხედოს.

2016 წლიდან მოქმედ სისტემაში ხარვეზებს სფეროს ექსპეტებთან ერთად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც ხედავს. თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ასეულობით ოჯახი დროებით სოციალური შემწეობის გარეშე დარჩა. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილი სტანდარტია, რომლის მიხედვით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ქულების ხელახლა დათვლა ხდება, ამ პერიოდში კი მათ შემწეობები არ ერიცხებათ. თუმცა შემოწმება თვეების განმავლობაში გრძელდება, სწორედ ეს ფაქტი იწვევს ბენეფიციართა უკმაყოფილებას.