შეჩერებული მშენებლობა  

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა.

ადგილობრივი მოსახლეობის ადვოკატის თქმით, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ. მისივე თქმით, საქმის განხილვის დასრულებამდე სასამართლოს გადაწყვეტილებით მშენებლობა შეჩერდება. ადვოკატმა სასამართლოს განჩინება თბილისის მერიაში ჩააბარა. ადგილობრივებმა განჩინება ასევე ჩააბარეს მშენებელ კომპანიას და მერიის მუნიციპალურ სამსახურს.  კომპანიის განცხადებით, ისინი განჩინების გამოგზავნას სასამართლოსგან ელოდებიან.