შეჩერებული „მეგობარი აქტი“ და მოთხოვნები ბრიუსელიდან 

21:30, 24.07.2025

არანაკლები რეზონანსი გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ წრეებში ვაშინგტონიდან მიღებულმა კიდევ ერთმა ცნობამ.

საქართველოს შესახებ მომზადებული და კონგრესის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული „მეგობარი აქტის“ განხილვა დროებით შეჩერებულია, რასაც განსხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვა. ოპოზიციის პოზიციაა, რომ სენატი დაჩქარებული წესით, ანუ ზაფხულში არ განიხილავს რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადახედვის მოთხოვნებს მოიცავს. ახლა მთავარი კითხვაა, გაგრძელდება თუ არა კანონპროექტის განხილვა და დაამტკიცებს თუ არა მას წარმომადგენელთა პალატის მსგავსად სენატიც – პრეზიდენტად ტრამპის არჩევის და ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების ფონზე მოლოდინები არაერთგვაროვანია. ოპოზიციისგან გამსხვავებით, მმართველ გუნდს ვაშინგტონთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედი აქვს. პროგნოზები ურთიერთგამომრიცხავია ბრიუსელთან დაკავშირებითაც.

რა გაგრძელება მოჰყვება ევროკომისიის რვა მოთხოვნას და უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე გაფრთხილებას – თათია ტაბეშაძის რეპორტაჟი.

მსგავსი