შეჩერებული განაშენიანება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები დროებით ჩერდება. საუბარია სოფელ თხინვალისკენ მიმავალ გზაზე.

თბილისის მერიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მითითებულ ადგილზე მიწის ნაკვეთები აქვთ, სამშენებლო სამუშაოების დაწყების უფლება მხოლოდ ქალაქის მთავრობის მიერ განაშენიანების გეგმის მომზადების შემდეგ მიეცემათ.

გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული უკვე მშენებარე ობიექტებზეც. ამ გზით მერია ქაოტური მშენებლობების პრევენციას და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს.