„შეაჩერე ტკივილი“ - სადისკუსიო შეხვედრა

„შეაჩერე ტკივილი“ – ამ თემაზე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა.

პროექტი ფონდ „ღია საზოგადოებას“ ეკუთვნის. ღონისძიების ფარგლებში, მედიკოსებმა ქრონიკული და მწვავე ტკივილების მქონე პაციენტების პრობლემების შესახებ ანგარიში წარადგინეს. შეხვედრის მიზანი საქართველოში ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სწორედ ამ მიმართულებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც შეთანხმდნენ.