გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვის წყლის მონიტორინგს აგრძელებს.
შავი ზღვის წლის ყოველთვიური მონიტორინგი, ყოველთვიურად 12 წერტილში ხორციელდება. კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრო-ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. შავი ზღვიდან აღებული სინჯები, საანალიზოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტის ანალიტიკური ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო-დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.