შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 

18:21, 19.08.2026

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი აჭარაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა, აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხის კვლევა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, რაც მოსახლეობისა და დამსვენებლების უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ყოველთვიურად, 14 წერტილში ახორციელებს. კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. კვლევები მოიცავს ბათუმის ცენტრალურ პლაჟს, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიას, კვარიათს, სარფს, ქობულეთის ცენტრალურ პლაჟს, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორიასა და მწვანე კონცხს. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპზე ზღვის წყლის ხარისხი დასაშვები ნორმების ფარგლებშია.

მსგავსი