კითხვა, რომელიც ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე ხდება აქტუალური. რამდენად უსაფრთხოა შავ ზღვაში ბანაობა – საზღვაო სეზონის გახსნამდე დღეებით ადრე ცნობილი ხდება, რომ ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება წელს უფრო ინტენსიურად მოხდება. დაგეგმილია მონიტორინგის მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ ჩატარება – წყლის სინჯებს სპეციალური აპარატურით ადგილზე შეამოწმებენ და ლაბორატორიაშიც გაგზავნიან. განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ნავთობპროდუქტები და მძიმე მეტალებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში მონიტორინგს ხარისხის კუთხით რაიმე სერიოზული დარღვევა არ გამოუვლენია.
რამდენად აკმაყოფილებს წელს ზღვის წყალი საერთაშორისო სტანდარტებს – ბოლო მონიტორინგის შედეგები გიორგი იდუკაშვილის რეპორტაჟში.