შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ახალი ეტაპი

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემების დაკავშირების პროცესში.

მას შემდეგ, რაც ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პერსპექტიულობა დაადასტურა, ახალი ეტაპი იწყება. ხელშეკრულება გაფორმებულია. შავი ზღვის ფსკერი, ახლა კომპანია CESI-მ უნდა შეისწავლოს და პროექტის განხორციელების საუკეთესო ვარიანტი შეიმუშავოს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს უკვე მინიჭებული აქვს ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებას ევროპული მხარდაჭერა ექნება. გეგმაშია 1155 კილომეტრი სიგრძის წყალქვეშა კაბელის გაყვანა, რომელიც საქართველოს გავლით ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგიას მიაწვდის.