კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საქართველოს, ევროკავშირისთვის სტრატეგიულ მოთამაშედ აქცევს.
ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ მასშტაბური გეგმა, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე, 1135 კილომეტრის სიგრძის ელექტრო კაბელის გაყვანას და საქართველოს გავლით ევროკავშირის ქვეყნებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ითვლისწინებს, ბევრად სწრაფი ტემპით განხორციელდება. ახალი სტატუსი აჩენს შესაძლებლობას პროექტმა ევროკავშირისგან დაფინანსება მიიღოს. ევროკომისიის სია, რომელიც ჯამში 235 პროექტს აერთიანებს, ახლა ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ უნდა განიხილონ. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ევროსტრუქტურებს ორთვიანი ვადა აქვთ. მანამდე კი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ეკონომიკის სამინიტროს მხარდაჭერით, ევროკავშირი-საქართველოს ელექტრო ენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე ჩატარებულია. იტალიური კომპანიის დასკვნის თანახმად, გეგმა პერსპექტიული და განხორციელებადია.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რას ცვლის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ახალი სტატუსი და რა სარგებელს მიიღებს საქართველო გეგმის რეალობად ქცევის შემთხვევაში.