შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის სტრატეგიის განხილვა

15:30, 29.11.2018

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის სტრატეგია და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს ეროვნული ბანკისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტებმა.

კობა გვენეტაძის ცნობით, ბოლო პერიოდში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი სულ უფრო მეტად ზრდის დაფინანსების მასშტაბებს ექსპორტის, ინფრასტრუქტურის და ენერგოეფექტურობის მიმართულებებით და ამას, ძირითადად, საქართველოს საბანკო სექტორის მეშვეობით ახორციელებს.

მსგავსი