შავი ზღვის უსაფრთხოება და მონტროს კონვენცია

დაკავებების სერია თურქეთში.

ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები ოფიციალური ანკარას ახალი ინიციატივის წინააღმდეგ. მონტროს კონვენციას, რომელიც შავი ზღვის დემილიტარიზაციას უზრუნველყოფს, შესაძლოა თურქეთმა სტატუსი შეუმციროს. საუბარია შავი და მარმარილოს ზღვების დამაკავშირებელი ახალი არხის მშენებლობაზე, რომელსაც საერთაშორისო კონვენციები არ შეეხება და სამოქალაქო გემებთან ერთად შეზღუდული ვადები არც სამხედრო გემებისთვის იქნება განსაზღვრული. ახალი პროექტის დაწყების შემდეგ თურქეთში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანამ მონტროს კონვენციაც დატოვოს. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების პროტესტს თურქეთის ხელისუფლებამ დაკავებებით უპასუხა. დაპატიმრებულებს შორისაა გადამდგარი ადმირალი, რამაზან გურდენიზი, რომელიც თურქეთის ახალი საზღვაო დოქტრინის, „ლურჯი სამშობლოს“ ერთ-ერთი ავტორია.

დატოვე კომენტარი