შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს

იყალთოში განათლების რეფორმის წარდგენის შემდეგ, შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს. ისინი პრემიერსა და განათლების მინისტრს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი რეფორმა მათთვის მისაღებია, თუმცა, ამან სხვა პრობლემური საკითხების მოუგვარებლობა არ უნდა გამოიწვიოს.