შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი „ტვიტერში“ ეხმაურება.

ევროპარლამენტარი მოუწოდებს ყველას, ხელი მოაწერონ უნივერსიტეტის მხარდამჭერ პეტიციას. „დაუდექით გვერდით უნივერსიტეტს! ნუ მისცემთ ერდოღანს საშუალებას, დაასუსტოს კანონის უზენაესობა საქართველოში“, – წერს რებეკა ჰარმსი. ევროპარლამენტარის განცხადებას განათლების მინისტრმა უპასუხა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა დაიცვას ქართული კანონმდებლობის მოთხოვნები, განურჩევლად მათი მფლობელების წარმომავლობისა.