„შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი“

ბათუმში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის, „ბათუმური რაფსოდიის“ ფარგლებში, ოპერის „ოქროს ხმის“ მეოთხე სეზონი მიმდინარეობს. ფესტივალი მონაცვლეობით ერთ წელს კონკურსს, მომდევნო წელს კი, საგანმანათლებლო პროგრამას ეთმობა. წლევანდელი წელი სწორედ საგანმანათლებლო მიმართულებას მიეძღვნა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პროექტში მონაწილე ახალგაზრდა შემსრულებელთაგან მენტორებმა მოსმენების შემდეგ 8-8 მონაწილე შეარჩიეს, რომლებსაც მასტერკლასებს ჩაუტარებენ მსოფლიო საოპერო ხელოვნების ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან მარჩელო ალვარესი, ვალენტინ პეიჩინოვი და მეთიუ აბელი. შერჩეული მომღერლების მონაწილეობით 28 სექტემბერს გალა კონცერტი გაიმართება. 26-ში კი ბათუმის დრამატულ თეატრში ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“. პროექტის დამფუძნებელი და ორგანიზატორია მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო, თამარ ივერი.