შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბათუმში

ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა. არსებობის ისტორიაში ეს პირველი ფესტივალია, რომელშიც მხოლოდ ქართველი შემსრულებლები მონაწილეობენ. ფესტივალი გიორგი მიქაძის პროექტით გაიხსნა. საღამოს მეორე ნაწილი კი, ნინო ქათამაძეს დაეთმო.

ფესტივალის მეორე დღეს, სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიო დაიკავებს. შემდეგ კი, მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით, სტეფანე წარდგება.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს 23 აგვისტოს – Young Georgian Lolitaz-ი და ჯგუფი MokuMoku დახურავენ.