შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

21:58, 02.12.2025

12-წლიანი ტრადიცია გრძელდება – ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო.

პროგრამა მოიცავს კლასიკური მუსიკის კონცერტებს, ფოლკლორსა და თანამედროვე არტისტების შემოქმედებას. ფესტივალი ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბათუმმა“ გახსნა, საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები. ფესტივალში მონაწილეობს ანსამბლი „ქართული ხმებიც.“ მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის პრეზენტაცია სახელწოდებით, „საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია.“ წარმოდგენილი იქნება იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა კავკასიის რეგიონზე. გამოფენა პროფესორის მრავალწლიანი კვლევისა და სამეცნიერო ექსპედიციების შედეგებს და კავკასიის რეგიონის ისტორიულ მემკვიდრეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ფესტივალი 2013 წელს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა, UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა, ელისო ბოლქვაძემ დააარსა.

მსგავსი