შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი

პიანისტ ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი, 1-ელ სექტემბერს,  მისივე კონცერტით გაიხსნება.  ფესტივალი 1-10 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. დეტალებზე  ელისო ბოლქვაძემ დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ბათუმს ეწვევა ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი, ის ფესტივალის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის მასტერკლასებს გამართავს.