შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი

22:04, 27.05.2026

მზადება დაიწყო ტრადიციად ქცეული შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის.

ივლისში ბათუმის ჩოგბურთის კორტები სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილ არტისტებსა და ბენდებს უმასპინძლებს. პროგრამას ჯაზის ლეგენდის და ინოვატორი მუსიკოსის, მაილს დევისის დისშვილი გახსნის თავისი ბენდით და ბიძის უნიკალურ შემოქმედებას გააცოცხლებს. წელს სწორედ დევისის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

ფესტივალის მეორე დღეს მსმენელის წინაშე რიტმ ენდ ბლუზის ამერიკელი მეგა ვარსკვლავი ერიკ ბენე წარდგება, ხოლო 12 ივლისს ჯაზის მოყვარულებისთვის ცნობილი ბენდი „გოსთ ნოუთი“ დაუკრავს. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში უცვლელ ლოკაციაზე, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

მსგავსი