შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა 

21:16, 30.06.2026

გლობალური გამოწვევები და რეგიონის ქვეყნების პარტნიორობის მნიშვნელობა – საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეას თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს.

პაბსკეის რიგით 67-ე სხდომა კასპის რაიონში, ისტორიული მეფის ქალაქში გაიმართა. ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებად სამყაროში ხელოვნური ინტელექტის როლზე და რეგიონის სახელმწიფოებს  შორის კონსტრუქციული პარტნიორობის აუცილებლობაზე სხვადასხვა ქვეყნის ასამდე დელეგატმა იმსჯელა. აქცენტი გაკეთდა მსგავს ფორმატებში რეგიონული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე. დღევანდელი სხდომა საქართველოსთვის თავმჯდომარის რანგში ბოლო იყო, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პოსტს საბერძნეთი იბარებს. თუმცა ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველო ისევ აქტიურად იქნება ჩართული. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის ვადით ირაკლი მეზურნიშვილი აირჩიეს.

მსგავსი