შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა

15:05, 30.06.2026

საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო, რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. საპარლამენტო ფორუმის მთავარი თემაა: „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში”. ასამბლეა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში იმართება. პლატფორმა, რომელშიც 13 სახელმწიფოა გაერთიანებული, სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას უწყობს ხელს. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მეზურნიშვილი – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის ვადით აირჩიეს.

მსგავსი