შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა
საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო, რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა იმართება. საპარლამენტო ფორუმის მთავარი თემაა: „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში”. რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში მიმდინარეობს. პლატფორმა, რომელშიც 13 სახელმწიფოა გაერთიანებული, სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას უწყობს ხელს.