„შავი ლომი“ „ჩელენჯ თასზე“ ითამაშებს

„შავი ლომი“ პირველი ქართული პროფესიული კლუბი გახდა, რომელიც ევროპის „ჩელენჯ თასზე“ ითამაშებს.

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ადმინისტრაციამ ის ცნობილ ევროპულ გუნდებს შორის გამოარჩია და წელს ტურნირზე მიიწვია. გადაწყვეტილებას წინ საქართველოს რაგბის კავშირსა და ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის ადმინისტრაციას შორის ერთწლიანი მოლაპარაკება უძღოდა. თამაშები 8 დეკემბერს დაიწყება. ქართული გუნდი ისეთ კლუბებს დაუპირისპირდებ,ა როგორებიცაა ფრანგული „კლერმონი“ და „კასტრი“, შოტლანდიური „ედინბურგი“, ინგლისური „გლოსთერი“ და უელსური „სქარლეთსი“. საქართველოს რაგბის კავშირი და საქართველოს მთავრობა სრულად უზრუნველყოფენ ჩემპიონატისთვის დაგეგმილი მატჩების საქართველოში უმაღლეს დონეზე ჩატარებას.