საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ტალღების სიმაღლე ოთხ მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. აკრძალვა 9 სექტემბრის 10:00 საათამდე მოქმედებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00-დან-14:00 საათამდე, საზღვაო მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.