შატილობა - 2018

ტრადიციულ დღესასწაულზე, ძველი ადათ-წესები და მთის ხალხის რიტუალები გააცოცხლეს დღეს სოფელ შატილში. მოსახლეობისაგან თითქმის დაცლილ სოფელში დღეს ხალხმრავლობა იყო. შესრულდა ტრადიციული რიტუალი, რასაც ადგილობრივები ლუდის დალოცვას უწოდებენ. ძველი წესის მიხედვით, მას ხევისბერი ასრულებს. მთავარი ნაწილი კი შატილის კოშკებზე ცეცხლოვანი შოუ იყო. შატილში ჩავიდა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ შატილში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და რეგიონის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.