„შათდაუნის“ 31-ე დღე - აშშ საავიაციო კოლაფსის ზღვარზე

შეთანხმება ისევ ვერ შედგა – ამერიკაში ე. წ. შათდაუნი გრძელდება. ფედერალური უწყებების დაფინანსების საკითხზე „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება. შედეგად ათასობით ფედერალური თანამშრომელი ანაზღაურების გარეშე რჩება. საბიუჯეტო პროექტზე დაპირისპირებამ სხვა პრობლემებიც შექმნა – შეიქმნა საავიაციო კოლაფსი, ავიაკომპანიებში დასაქმებულების ნაწილი სამსახურში არ ცხადდება. აშშ-ში მადლიერების დღე ახლოვდება. თუ ნოემბრის მეორე ნახევრამდე კონგრესში კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, ექსპერტების ვითარების მკვეთრად დამძიმებას პროგნოზირებენ. ტრამპი თანაგუნდელებს ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად ახალი ინიციატივით მიმართავს.