შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ქვეყნიდან დღეს, დილით გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ელჩმა კარლ ჰარცელმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილეს.

გვიან ღამით კი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სახელით, შარლ მიშელის პატივსაცემად ვახშამი გაიმართა. მას შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ღონისძიებაზე დოკუმენტთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდა და მისი აღსრულების გეგმები დაისახა.